ჩვენს აფხაზეთში დროშა დიდების აფრიალდება
სევდიანო აფხაზეთო ჩემო, რატომ შფოთავს ბრაზიანი ენგური? უსახლკარომ მიგატოვე დროებით, არ მიღიმი ალბათ ისევ მენდური. ცხადი იყო თუ სიზმარი ნეტა? ჩემს ეზოში კვლავ დამჭკნარა ია, არ დამცინოთ ,ნუ ამიგდებთ მასხრად, დევნილი ხომ მე დროებით მქვია. შენს ლამაზ ქუჩებს დავკოცნი, ლამაზ მთებს ქვიშას სისხლიანს, ვეღარ გიყურებ, არ შემიძლია, ჩამობნელებულს ისევ ნისლიანს. მალე გაივლის ეს ქარიშხალი, შავი ღრუბელიც გაიფანტება, ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს აფხაზეთში, დროშა დიდების აფრიალდება! ✍️მარიამ ცხვიტარია
Название:
ჩვენს აფხაზეთში დროშა დიდების აფრიალდება
Категория:
Музыка